|
2015-09-21 15:28:00, 920 ნახვა
სამხედრო
ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ევროკავშირის ახალ სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები 5-კაციანი შემადგენლობით ჩაერთვებიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აფრიკაში გამგზავრებამდე სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. „საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წამოწყებული ნებისმიერი ქმედების თანამონაწილეა, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოებასა და მშვიდობას უზრუნველყოფს. ეს ბევრჯერ დადასტურდა წლების განმავლობაში. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, ფრანგებთან და გერმანელებთან ერთად მისია უკვე შეასრულეს ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა. დღეს, როდესაც მისიის ტრანსფორმაცია მოხდა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ ვეხმარებით ოპერაციის წარმატებას“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. გენერალური შტაბის უფროსმა კი ყურადღება მისიაში ქართველი სამხედროების მთავარ ფუნქციებსა და ამოცანებზე გაამახვილა. „ქართული ჯგუფის ამოცანა იქნება, განახორციელოს სწრაფი რეაგირების მოქმედებები. ძირითადად, ეს იქნება ევროპიდან გაგზავნილი მაღალი თანამდებობის პირების კონტინგენტის დაცვა, ესკორტირება. ამ პერიოდისთვის იქ ძალიან დაძაბული ვითარება არ არის, მაგრამ ისეთი რეგიონია, რომ ყოველ წუთს შეიძლება რაღაც მოხდეს. ჩვენი სამხედროები არიან სათანადოდ მომზადებულები, ნამყოფები არიან უცხოურ მისიაში და აქვთ გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, კარგად გაართმევენ თავს ამ ამოცანას“,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. ქართველი ჯარისკაცების გადასროლასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკურ ხარჯს ფრანგული მხარე და ევროკავშირი ფარავს. სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრებიან და მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებენ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში კრიზისების მართვის ოპერაციებში ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი 2013 წლის ნოემბერში მოეწერა. ქართული ქვედანაყოფები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში 2014 წლის ივნისიდან მონაწილეობენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)