00:35 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 15:17:32, 344 ნახვა

პოლიტიკა
ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში ჩართული საჯარო მოხელეებისათვის სემინარი გაიმართება

21-25 სექტემბერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის -„შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით(CABIR)" მხარდაჭერით დაგეგმილია სემინარი საქართველოს საჯარო მოხელეებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში. სემინარის მიზნია მონაწილეთა შესაძლებლობის გაძლიერება პროექტის ციკლის მართვის (Project Cycle Management) და საპროექტო დოკუმენტაციის (Twinning Fiche, ToR) მომზადების პროცედურებთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონისძიება იმართება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის ოფისში (GFSIS) და მასზე გათვალისწინებულია 50-მდე საჯარო მოხელის დასწრება. სემინარს ჩაატარებს მოწვეული ევროპელი ექსპერტი სტეფანიე ჰორელი. სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics