14:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 22:43:50, 564 ნახვა

კომენტარი
ნოღაიდელი დავით-გარეჯზე - ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ დოკუმენტზე

„ვარ პასუხისმგებელა ყველა იმ დოკუმენტზე, რომელიც ჩემი პასუხისმგებლობა იყო საქართველოს კონსიტიტუციით“ , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზუსტად იცოდა, რომ სხვა დოკუმენტი, სხვა რუკა ან სხვა არგუმენტი ამ თემის შესახებ არ არსებობდა.

„იმედი მქონდა და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დეტალურად იყო განხილული უშუალო პასუხისმგებელი პირების მიერ და მათ ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა დოკუმენტი, სხვა რუკა და სხვა არგუმენტი არ არსებობს.

ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ ეკონომიკურ დოკუმენტზე, რომელიც 2005-2007 წლებში სადმე განხილულა, რომელიც უშუალოდ ჩემი პასუხისმგებლობა იყო საქართველოს კონსტიტუციით, დღესაც, ხვალაც, 13 წლის მერეც, წინასაარჩევნო პერიოდშიც და დამთავრების შემდეგაც, ყველა წარდგენილ დოკუმენტზე ვარ ჩემი თავით და კისრით პასუხისმგებელი, ისევე უნდა იყვნენ სხვა მონაწილეები პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებზე, მათი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე.

სხვანაირად არ ხდება. ნამდვილად უნდა გაირკვეს, ვინ არის ამ საკითხზე პასუხისმგებელი პოლიტიკურად და ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტური არგუმენტები და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics