|
2020-10-09 10:32:27, 667 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ცენტრალურ პარკში „საქართველოს ფოსტის“ მონუმენტი განთავსდა
„გაერთიანებული საფოსტო კავშირის“ ინიციატივით და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმის ცენტრალურ პარკში „საქართველოს ფოსტის“ მონუმენტი განთავსდა. მონუმენტი ასახავს საფოსტო საქმიანობას, მასზე გამოსახულია კურიერი, კონვერტები სხვადასხვა ქვეყნის დასახელებით და მათი „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაწევრიანების წლებით, ასევე „საქართველოს ფოსტის“ ლოგო, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორი. მონუმენტის ავტორი გახლავთ მოქანდაკე დავით ტაბატაძე. „პირველ რიგში „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებს მინდა მივულოცო „ფოსტის საერთაშორისო დღე“. მე როგორც ფოსტის ერთ-ერთი თანამშრომელი, მოხარული ვარ ამ მონუმენტის შექმნით, რაც ჩვენს სფეროში მოღვაწე ადამიანების შრომის ერთგვარ სიმბოლურ დაფასებას წარმოადგენს. „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელები დაუღალავად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროს და ამინდში, „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ მიწოდებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ფოსტის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს, ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ 1805 წელს, თბილისში გაიხსნა პირველი საფოსტო კანტორა და საქართველოში ცნობების სწრაფად გადაცემა ხორციელდებოდა“ - აცხადებს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. „გაერთიანებული საფოსტო კავშირი გახლავთ ფოსტის თანამშრომელთა გაერთიანება, რომელთა ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა აღნიშნული მონუმენტი. ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია საფოსტო საქმიანობის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მხარდაჭერა და სოციალური უფლებების დაცვა. გამომდინარე აქედან ჩვენმა გაერთიანებამ მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული მონუმენტის სახით გამოგვეხატა პატივისცემა ჩვენს სფეროში მოღვაწე ადამიანების მიმართ“ - განაცხადა გაერთიანებული საფოსტო კავშირის თავმჯდომარემ ნინო წაქაძემ. „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის 2 სერვისცენტრით ქ. ბათუმში. კომპანიაში დასაქმებულია 2 700-მდე მაღალკვალიფიციური კადრი, რომლებიც ამასთანავე წარმოადგენენ „გაერთიანებულ საფოსტო კავშირს“. „საქართველოს ფოსტა“ არის უნივერსალური საფოსტო ოპერატორი, მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს და ევროპის საფოსტო გაერთიანების PostEurope-ის წევრი, კომპანია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს 192 ქვეყნის საფოსტო ოპერატორთან.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)