|
2015-09-18 12:11:06, 400 ნახვა
პოლიტიკა
სერგო რატიანი: ყველა ლოგიკის მიხედვით, თბილისერვისისა და რიყის საქმეზე პროცესი დღეს არ უნდა დასრულდეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, დღეს ხელისუფლება შეეცდება გიგი უგულავა ციხეში დააბრუნოს. თუმცა, რატიანის თქმით, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ საზოგადოებას უგულავას პატიმრობაში ყოფნა ხელისუფლების დანაშაულად მიაჩნია. „გუშინ სამარცხვინოდ იქცეოდა პროკურატურა, შესაბამისად, ხელისუფლება, მიუხედავად ამისა შევძელით დაგვებრუნებინა პროცესები სამართლებრივ სივრცეში. ამ სივრცეში ჩვენ ხელისუფლებას ვუგებთ. ჩვენ ვიცით როგორ მივაღწიოთ წარმატებას, როცა სამართლებრივი პროცესებია. დღეს ხელისუფლება შეეცდება, გააგრძელოს თავისი დანაშაულებრივი ქმედება და დააბრუნოს უგულავა ციხეში, გააგრძელოს პოლიტიკური დევნა. მაგრამ, მე იმედი მაქვს, გაცნობიერებული აქვთ, რომ საზოგადოებისთვის სულ უფრო ცხადი, რომ უგულავას პატიმრობაში ყოფნა ხელისუფლების დანაშაულია“, - თბილისერვისისა“ და რიყის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას. თუმცა, შესაძლოა, დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის დარჩენილი ნაწილი დღეს არ თქვას. პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარე უკვე ერთი თვეა დასკვნით სიტყვას არ ასრულებს და ამით პროცესებს აჭიანურებს. აღსანშნავია, რომ გიგი უგულავას გუშინდელ პროცესზე მიეცა შესაძლებლობა სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარმდგარიყო, თუმცა მან განაცხადა, რომ ემოციური ფონის გამო ამისთვის მზად არ იყო. იმ შემთხვევაში, თუკი დაცვის მხარეს დღეს დასკვნით სიტყვას დაასრულებს, ბრალდების მხარე ვარაუდობს, რომ მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სერგო რატიანმა „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე - „აქვს თუ არა ინფორმაცია, აპირებს თუ არა გიგი უგულავა დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვის თქმას, რატიანმა აღნიშნა, რომ ყველა ლოგიკის მიხედვით „ეს პროცესი დღეს არ უნდა დასრულდეს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)