17:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 12:43:52, 587 ნახვა

საზოგადოება
უსაფრთხოების რეჟიმის თანამშრომელთა 6 თვიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში 6 თვიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა, რომლის მიზანსაც პენიტენციური სისტემის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება წარმოადგენდა. 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ პროგრამის მონაწილეებს გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. 
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, „ევროპული ციხის წესების“ თანავტორის  მიერ შემუშავებული თანამშრომელთა გადამზადების უპრეცედენტო პროგრამა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში“ მხარდაჭერით უკვე მეორედ ჩატარდა. 
სამართლებრივი რეჟიმის 25 თანამშრომელი 6 თვის განმავლობაში სასჯელაღშრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და პენიტენციურ დაწესებულებებში თეორიულ მომზადებასა და პრაქტიკულ სწავლებას გადიოდა. 
„სასწავლო პროგრამის უნიკალურობა მასში მენტორების ჩართვამაც განაპირობა : დაწესებულების რეჟიმის გამოცდილი თანამშრომლები – მენტორები, ახალბედა კოლეგებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას რამდენიმე კვირის განმავლობაში უზიარებდნენ“, – აცხადებენ სამინისტროში. 
პენიტენციურ სისტემაში აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2014 წელს დაიწყო და საერთო ჯამში სამართლებრივი რეჟიმის 49 თანამშრომელი გადამზადდა. 
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ამოქმედდება სამსახურში მიღების ახალი წესი. 
მისივე თქმით, სამინისტროში დასაქმდებიან მხოლოდ ისინი, ვინც აღნიშნულ სასწავლო კურსს გაივლის და მათი ხელფასი სერტიფიკატის რანგზე იქნება დამოკიდებული.  
„ჩვენ ვახორციელებთ გრძელვადიან სასწავლო პროცესს ჩვენი თანამშრომლებისთვის.  ამაში გვეხმარება ევროკავშირი და ევროსაბჭო.ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ავამაღლოთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაცია, ვინაიდან ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული იმ სტანდარტების დაცვა, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. ამიტომ, ახლო მომავალში,  სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში ამოქმედდება სამსახურში მიღების ახალი წესი და ასეთი სასწავლო კურსის გავლის გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ დაიწყებს მუშაობას ჩვენ სისტემაში. სერტიფიკატის რანგზე იქნება დამოკიდებული ჩვენი თანამშრომლის ხელფასი – იქნება 100%–იანი, მაღალი ხელფასი ექნება, იქნება გასვლით 50%–ზე მეტი, მაგრამ არა 100%, ექნება  ნაკლები ხელფასი.  ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა მუდმივად იმუშაონ საკუთარ თავზე“, – აღნიშნა კახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics