|
2020-09-13 14:49:41, 2348 ნახვა
კომენტარი
საქართველოს პატრიარქი - არ დანებდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერს ღმერთი გვიგზავნის, ამიტომ ვიცხოვროთ ერთმანეთისთვის
„არ დანებდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერს ღმერთი გვიგზავნის, ამიტომ ვიცხოვროთ ერთმანეთისთვის“ , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანები განსაცდელის დროს ხშირად იბნევიან. „ადამიანის ცხოვრებაში მრავალი დღე და წელიწადია, რომელიც არ გვესმის, რა ხდება, რა მოვლენაა. დღევანდელი მდგომარეობა, ეს გაუგებარი მოვლენაა. ადამიანი ვერ ახსნის ამ მოვლენას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვყოფნის, წამალი არ გვყოფნის სამკურნალო საშუალებები, სინამდვილეში ეს სულ სხვა არის, ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელიც ღმერთისაგანაა. ჩვენ გვინდა ავხსნათ ეს მოვლენები, მაგრამ ვერ ვხსნით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი მოვლენა დედამიწაზე ვერ აიხსნება ადამიანის გონებით და უნდა ვეცადოთ, რომ ავხსნათ ეს ბუნებრივად. ადამიანმა უნდა იფიქროს რასთან დაკავშირებით არის ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა აკეთოს სიკეთე, ამიტომ ჩვენი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს ის, რომ სიყვარული, სიხარული გამოჩინოთ სხვა ადამიანის მიმართ. ადამიანი რომელიც აკეთებს სიკეთეს და სთესავს სიყვარულს, ის უფრო გახარებულია, ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთი რამ - ვიცხოვროთ სხვებისათვის, ვიცხოვროთ სიყვარულით. აი, ჩვენი ტაძარი სიყვარულმა ააშენა, მახსენდება ის დღეები, როცა მოვდიოდით ჩვენ ამ მშენებლობის ირგვლივ და ვტკბებოდით. არაფერი არ იყო, არც საძირკველი, არც კედლები, მოვდიოდით და ვტკბებოდით და ეს სიტკბო გაჰყვება ჩვენ საიქიოს. ეს სიხარული და სიყვარული ჩვენთან იქნება. გილოცავთ ამ დღეს, მშვიდობა სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, თქვენს ოჯახებში, თქვენს შვილებში, თქვენს გარშემო. არ დაიბნეთ, ახლა ხშირი შემთხვევაა, როცა იბნევა ადამიანი, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არის ღვთისაგან, ღმერთი გიგზავნით და ღმერთი მოგმადლებთ სიხარულს, მაშასადამე, უნდა გახსოვდეთ, რომ ვიცხოვროთ სხვებისათვის და ღმერთი გამოგვიგზავნის ჩვენ დიდ სიხარულს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“ , - განაცხადა ილია II-მ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)