17:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 12:36:32, 616 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და  მასწავლებლებს  სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ანა დოლიძემ პირველკლასელებს სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს განათლება. წიგნებისა და  კომპიუტერების დარიგებით ჩვენ სიმბოლურად უნდა ვაჩვენოთ, რომ ყველა ბავშვს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სკოლაში სწავლობს, უნდა ჰქონდეს განათლების მიღების ერთნაირი შესაძლებლობა. ჩვენთვის ეს სკოლა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სამხედრო ნაწილის გვერდით მდებარეობს და იმედია, ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა გაგრძელდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და პატარებს  დაჰპირდა, რომ სასწავლო წლის ბოლოს კვლავ ესტუმრება.

ანა დოლიძე ვაზიანის მე-2 საჯაროს სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებს პირადად  გაესაუბრა, შემდეგ კი საკლასო ოთახები და სკოლის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა.

სასწავლო პროცესის განახლება  სკოლაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, სადაც მუსიკალური ნომრები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა წარმოადგინეს; შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics