|
2020-09-05 14:05:14, 7090 ნახვა
სამხედრო
ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო, 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება
ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო, 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტრომ განუცხადა. „7-18 სექტემბრის ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ მასპინძლობს, რომელიც საქართველოში მეხუთედ ტარდება. საერთაშორისო სწავლება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. სწავლებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში საზღვაო გზით უკვე შემოყვანილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა - საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები „ჰამერი“ და ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომლის გადასროლაც ვაზიანში - სწავლების თეატრში 6 და 8 სექტემბერს იგეგმება. ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის“, - განაცხადეს ეწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)