17:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-13 10:43:45, 570 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა

დღეს თბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა. ზოოპარკის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან ერთად დაესწრო.   

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი. დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად განადგურებულია ზოოპარკის ქვედა ტერიტორია, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება. 

რაც შეეხება თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტს, თბილისის მერის თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის პროექტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმ პერიოდში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე გააგრძელებს.

„სტიქიის პირველივე დღეებიდანვე დაიწყო ზოოპარკის გაწმენდა, ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. ვოლიერების გარკვეული ნაწილი მოწესრიგდა,  ხელახლა დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა ღობე. მართალია ზოოპარკი არ არის ძველი ფორმით, რადგან სტიქიამ პირველი ზოლი დააზიანა, რისი აღდგენაც შეუძლებელია, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვისათვის თანხები უკვე გამოყოფილია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics