16:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 15:22:11, 5808 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი - კობახიძეს და მდინარაძეს ინფიცირებულთან შეხება არ ჰქონიათ, მათი თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება არ დგას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს ინფიცირებულ პირთან შეხება არ ჰქონიათ, რის გამოც მათი თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება არ დამდგარა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონმდებლობით თვითიზოლაციაში გადასვლას ექვემდებარება ის პირი, ვინც იყო უშუალოდ შემხებლობაში ინფიცირებულთან ან შესაძლო ინფიცირებულთან.

„შემხებლობაში თუ ვინმე იყო, რა თქმა უნდა, გადავა თვითოზლლაციაში, მაგრამ რადგან ბატონი არჩილ თალაკვაძე იყო შემხებლობაში მისი დაცვის წევრთან, ამიტომაც არის თვითიზოლაციაში. პარლამენტის თავმჯდომარე არის ნიმუში და მაგალითი მაღალი პასუხისმგებლობის. ბატონი მამუკა და ბატონი ირაკლი რომ ყოფილიყვნენ შემხებლობაში, ისინი რა თქმა უნდა არ გაურბიან მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და გადავიდოდნენ თვითიზოლაციაში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იმყოფებოდა შემხებლობაში, როგორც კანონმდებლობით არის მოთხოვნილი, გადავა ან უკვე გადასულია თვითიზოლაციაში. ჩვენთვის რა თქმა უნდა, უმთავრესია კანონის დაცვა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics