16:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 15:27:22, 520 ნახვა

საზოგადოება
კოლუმბიის უწყებათშორისი დელეგაცია საქართველოს შსს-ში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითრების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ის და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები კოლუმბიის რესპუბლიკის უწყებათშორისი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ექვსი სხვადასხვა უწყების: კოლუმბიის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სამინისტროს, შემოსავლების და საბაჟო სამსახურის, სამოქალაქო რეესტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის, უსაფრთხოებისა და გადაუდებელ საქმეთა სააგენტო „123“-ის, სანოტარო და რეგისტრაციის სამსახურის და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები.

კოლუმბიის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის მიზანია ქართველი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და ბოლო წლებში გატარებულ სტრუქტურული რეფორმების გაცნობა, რომელთა შედეგადაც დამკვიდრდა წარმატებული პრაქტიკა ელექტრონული მმართველობის, ბიუროკრატიის შემცირებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კოლუმბიის დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. სტუმრები ასევე გაეცნენ სსიპ საგანგებო სიტუაციბის მართვის სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ის და მომსახურების სააგენტოს საქმიანობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics