|
2020-07-30 11:40:56, 3674 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი რურუას განაჩენზე - კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება აღარ არსებობს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას ბევრად ნაკლები დრო დარჩა ციხეში გასატარებლად, ვიდრე აქამდე გაატარა, რადგან ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვლება. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება აღარ არსებობს. „ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება აღარ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა აქ. ბიძინა ივანიშვილს ძალიან მძიმედ დაუჯდება ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე. მინდა ვთქვა, რომ გიორგი რურუას ბევრად ნაკლები დრო დარჩა ციხეში გასატარებლად, ვიდრე აქამდე გაატარა. ნოემბრიდან ზის ციხეში, ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება. ჩვენ შევქმნით ისეთ პოლიტიკურ გარემოს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პატიმრები აღარ იქნებიან და გიორგი რურუა, რა თქმა უნდა, საპარტიმროს დატოვებს სულ რამდენიმე თვეში, მაგრამ ძალიან დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის ის, რაც მოხდა დღეს აქ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ უბრალოდ სასამართლო როგორც ასეთი, ქვეყანას არ აქვს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებული აქვს რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს, რომელზეც გვაფრთხილებენ ჩვენი მეგობრები კონგრესში, სენატში და ევროპარლამენტში. ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი ერთად უნდა დაასრულოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით რამდენიმე თვეში. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენს წინაშეა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)