|
2020-07-26 11:08:25, 6838 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების ახალი საავტომობილო საშუალებებით აღჭურვის პროცესი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის განხორციელება დაიწყო. დღეს ორხევის საავტომობილო ბაზაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ახალი ავტომობილების გადაცემის პირველი ეტაპი განხორციელდა. ქართველი სამხედროები Toyota Hilux ტიპის პიკაპითა და Toyota Land Cruiser ტიპის ყველგანმავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლებენ. ორხევის საავტომობილო ბაზაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას. ახალი საავტომობილო ტექნიკის მიწოდება თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებულ მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება, მათ შორისაა მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიები - გერმანული „MAN“, იტალიური „IVECO“ და ამერიკული „FORD“. პროექტი ჯარის სპეცტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. აღსანიშნავია, რომ სპეც-ტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)