|
2015-09-03 13:20:08, 542 ნახვა
საზოგადოება
ევროპის სოციალური კომიტეტი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება
ევროპის სოციალური კომიტეტი, საქართველოს მთავრობის წარმოამდგენლებთან ერთად სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების რატიფიცირების საკითხს განიხილავენ. ამ მიზნით, ევროპის სოციალური კომიტეტი საქართველოს მთავრობას 5 წელიწადში ერთხელ ხვდება. მხარეებს შორის ეს რიგით მეორე შეხვედრაა. პირველად ისინი 2010 წელს იმყოფებოდნენ საქართველოში. სოციალური ქარტია აყალიბებს ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების გარანტიას. დოკუმენტი დაყოფილია ნაწილებად, რომლებიც მოიცავს ზოგად პრინციპებს, კონკრეტულ უფლებებსა და სახელმწიფოთა ვალდებულებებს. მასში მოცემულია მთელი რიგი პრინციპები და უფლებები, რომლებიც უკავშირდება სოციალური პოლიტიკის საკითხებს, რომლის შესრულება ევალება ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს. ეს უფლებებია: თანაბარი სამუშაო პირობები, გაერთიანების თავისუფლება, კოლექტიური ხელშეკრულებები, სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდების სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვა, თანასწორუფლებიანობა და თანაბარი მოპყრობა, სოციალური დაცვა და დაცვა სიღარიბისაგან. ქარტიის მეორე ნაწილში მოცემულია უფლებათა ჩამონათვალი, რომელთა ამორჩევაც შეუძლიათ სახელმწიფოებს. ქარტია აყალიბებს მეთვალყურეობის მექანიზმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს წევრი და ხელმომწერი სახელმწიფოების მხრიდან მასში განსაზღვრული უფლებების შესრულება. ამ მიზნით სახელმწიფოებმა ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინონ სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს საკუთარი საქმიანობის შესახებ. სოციალური ქარტიის რიგი მუხლების სავალდებულოდ აღიარება მოხდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წელს. მას შემდეგ საქართველო ყოველწლიურად ახდენს ანგარიშგებას ქარტიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია და ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე. დღევანდელ შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად განიხილეს შემდეგი საკითხები: დასაქმება, მომზადება/გადამზადება და თანაბარი შესაძლებლობები; შრომის სამართლიანი პირობები; უსაფრთხო და ჯანმრთელო სამუშაო პირობები; დღესდღეობით საქართველოში უკვე რატიფიცირებულია სოციალური ქარტიის 63 პუნქტი.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)