16:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 13:47:20, 598 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს დიდი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის, ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინიციატივით  რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. ბათუმის საკრებულომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა მოიწონა და  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics