16:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 15:14:00, 609 ნახვა

საზოგადოება
ტელეკომპანია "იმედთან" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ტელეკომპანია "იმედთან" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ორი პოლიტიკური თოქშოუ- რეაქცია და იმედის კვირა  დაიხურა.

წამყვანი ინგა გრიგოლია და აღნიშნულ გადაცემებზე მომუშავე ადამიანები გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იმედმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე   საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს დროებით აჩერებს.

"ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი  და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.

ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შექმნაში",-აღნიშნულია ტელეკომპანია "იმედის" განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics