16:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-28 13:12:45, 562 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კაკულია დატბორვით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

გადაუღებელი წვიმების გამო,ფოთში ქუჩები და ეზოები დაიტბორა, ზოგიერთ საცხოვრებელ სახლსა და კორპუსში სახურავებს პრობლემა შეექმნა.

ფოთის გამგეობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,   ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ რამდენიმე დატბორილი ქუჩა, საცხოვრებელი სახლი და ეზო მოინახულა, პრობლემის ირგვლივ მოსახლეობას შეხვდა და ესაუბრა.

 ქალაქის მერის თქმით, უხვი ნალექი ფოთისათვის უცხო არ არის, მაგრამ წყალმოვარდნები სერიოზული სირთულეების წინაშე აყენებს ქალაქს.

„სამწუხაროა, რომ მოსახლეობა ზარალდება. ქალაქში წყალგამტარი კომუნიკაციები ისე უნდა მუშაობდეს, რომ ხშირი წვიმების დროს ექსტრემალური სიტუაციები თავიდან იქნეს აცილებული. ამ ეტაპზე მოქმედი შვიდი სატუმბი სადგური არ არის საკმარისი, ამიტომ მომავალი წლიდან გადაწყვეტილია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სატუმბი სადგურებისა და წყალგამშვები კომუნიკაციების გაფართოება- რეაბილიტაცია, რაც ფორსმაჟორულ ვითარებას დაარეგულირებს“,-განაცხადა ირაკლი კაკულიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics