16:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 13:36:57, 1432 ნახვა

რეგიონი
სოფელ ჩანგილარში მისასვლელ გზაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო

სოფელ ჩანგილარში მისასვლელ გზაზე შპს „საგზაო 7“-მა მეორე პირი ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო.

ასფალტის დაგების  დასრულების შემდეგ მოეწყობა ეზოში შესასვლელები, გზის მიერთებები, დაიხაზება და დაყენდება საგზაო ნიშნები.
სამუშაოების ღირებულება 687 897 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 2 წელია.
სოფელ ჩანგილარის საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მისი სიგრძე 1220 გრძივი მეტრია. გზის მონაკვეთს ათეული წელი არ ჩატარებია რეაბილიტაცია, ამიტომ გადაადგილება უჭირდა როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს სოფლის 700 მოსახლე.
გზის მოასფალტების სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ  მუნიციპალიტეტის მერია მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics