18:59 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 13:28:03, 14604 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - მსოფლიოში კორონავირუსის ზრდის მაჩვენებელი ისევ ფიქსირდება, ხოლო გარდაცვალების პროცენტი იკლებს და 5.6%-ს შეადგენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვალნელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ზრდის მაჩვენებელი ისევ ფიქსირდება, ხოლო გარდაცვალების პროცენტი იკლებს და 5.6%-ს შეადგენს.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს გამოჯანმრთელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც 84%-ს შეადგენს.

„მსოფლიოში ზრდის მაჩვენებელი ისევ ფიქსირდება და უკვე 7.5 მილიონამდე ინფიცირებულია. დაახლოებით, 416 ათასი გარდაცვლილია. გარდაცვალების პროცენტი ოდნავ ქვემოთ მოდის და 5.6%-ია. აშშ, ბრაზილია და რუსეთი კვლევა პირველი სამეული გახლავთ. ასევე არასახარბიელო სიტუაციაა უშუალოდ ჩვენს სამეზობლოში, როგორც რუსეთში, ასევე თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. განსაკუთრებული ზრდის მაჩვენებლით სამწუხაროდ ხასიათდება რუსეთი და სომხეთი. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 828 დადასტურებული შემთხვევა 70 ათასი შესაძლო შემთხვევიდან, რომელიც იანვრის შემდგომ გამოკვლევას ექვემდებარებოდა. დღეს აქტიურია 121 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა უკვე 694. გამოჯანმრთელების პროცენტი საკმაოდ მაღალი გვაქვს და 84%-ს შეადგენს. საერთაშორისო გამოჯანმრთელება ალბათ, სულ 45%-ის ფარგლებშია. სამწუხაროდ იცით, რომ გვაქვს 13 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics