|
2015-01-27 18:50:31, 1617 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ფირცხალავას, ლეგაშვილის, ხიზანიშვილისა და ჭანტურიას საქმეზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურაში სახალხო დამცველის აპარატიდან შესულ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მსჯავრდებულის ახსნა–განმარტებას, რომლის თანახმადაც შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები მასზე ზეწოლას ახდენდნენ და ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაავალეს. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო. „2015 წლის 27 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოსული წერილის საფუძველზე, ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 18,109-ე მესამე ნაწილის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით“,– ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)