16:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 13:22:28, 573 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის „სოფოსბუვირით“ მკურნალობა იწყება

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, მიმდინარე წლის 27 აგვისტოდან C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულების/ბრალდებულების მკურნალობას „სოფოსბუვირით“ იწყებს. 

უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ახალი პრეპარატით მკურნალობის კურსში, 5 პატიმარი ჩაერთვება.

"წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მოხდება დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დარეგისტრირება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მოხდება მათი პროგრამაში ჩართვა.

ამ ეტაპზე, პენიტენციურ სისტემაში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად მომზადებულია და კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება  150 პაციენტი.

ახალი გენერაციის ანტივირუსული პრეპარატის სოფოსბუვირის ეფექტურობა 90 პროცენტს აღწევს. პრეპარატით მკურნალობას 12 ან 24 კვირა (ვირუსის გენოტიპის მიხედვით) ჭირდება და რაც მთავარია, მკურნალობისას არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები, მედიკამენტი, თერაპიის დაწყებიდან, 24 კვირაში მდგრად ვირუსოლოგიურ პასუხს იძლევა",-ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ცნობისთვის, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელების ინიციატივით, 2013 წელს სისტემაში ვირუსული C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო. 

ახალი პრეპარატი „სოფოსბუვირი“ C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის იდეალურია.

თავდაპირველად მსჯავრდებულებს „ინტერფერონითა“ და „რიბავერინით“ მკურნალობდნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატები საკმარისად ეფექტური იყო, მათ სერიოზული გვერდითი მოვლენები ქონდა. შესაბამისად, ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანიის მიერ, C ჰეპატიტის სამკურნალოდ წარმოებული პრეპარატის შემოტანის საჭიროება დადგა. 

 ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური დაავადებაა მსოფლიოში. სამედიცინო ექსპერტთა გამოკვლევებით, სხვადასხვა ჯგუფის ჰეპატიტებით დედამიწის მოსახლეობის თითქმის მესამედია ინფიცირებული. მათ შორის ყველაზე მძიმე C და B ჰეპატიტებია. თავისი მასშტაბურობით ჰეპატიტი მთელი მსოფლიოს პრობლემად არის ქცეული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics