02:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 13:10:20, 944 ნახვა

სამართალი
შსს-მ 5 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო.

 

როგოგრც „ექსპრესნიუსს“  შსს-დან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: ბრაზილიის ფედერაციის ორი მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ელიზაბედ ლუიზა დოს ს. და 1980 წელს დაბადებული კარინა ე, და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე,  1985 წელს დაბადებული ოდეთთე ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ელიზაბედ ლუიზა დ, კარინა ე. და ოდეთთე ვ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ. პოლიციამ ელიზაბედ ლუიზა დ-ს და კარინა ე-ს პირადი ჩხრეკისას  10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 4 კილო და 794,68 გრ კოკაინია, ხოლო ოდეთთე ვ-ს ხელბარგის ჩხრეკისას ამოღებულია 14 კილო და 835 გრამი მარიხუანა. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics