15:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 14:35:58, 629 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი: ცოტა ფრთხილად თუ იქნებიან ექსპერტები და მოქალაქეებიც, რომლებიც აჟიოტაჟის მსხვერპლი გახდნენ, მოიგებენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ხელოვნური აჟიოტაჟია ატეხილი და ვინც ამ აჟიოტაჟს აჰყვება, დაზარალდება.

მისივე თქმით, ადამაინები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, აკეთებენ განცხადებებს, რომელიც ლარის კურსზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს.

"ხელოვნური აჟიოტაჟი არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიო ვალუტებზე ახდენს გავლენას. ეს აჟიოტაჟი არის ყოველთვის დროებითი. თუ მაკროეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია, გვერდით აჟიოტაჟს ვინც აყვება, ის ძალიან მაგრად აგებს. ამიტომაც, ცოტა ფრთხილად თუ იქნებიან ექსპერტებიც და ის მოქალაქეებიც, რომლებიც ამ აჟიოტაჟის მსხვერპლი გახდნენ, ისინი მოიგებენ.სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არც შესაბამისი გამოცდილება, არც ცოდნა, არც ინფორმაცია, აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რაც ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს დროებით ლარზე და იმ ადამიანების ჯიბეებზე, რომლებიც ამ აჟიოტაჟს წამოეგნენ",-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics