15:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 11:43:32, 523 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა მდინარე ჭოროხზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა აჭარაში მდინარე ჭოროხის სანაპირო ზოლი სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა.

როგოგრც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მინისტრს პლაჟის აღსადგენად განსახორციელებელი სამუშაოებიც გააცნეს, რაც  პლაჟზე ინერტული მასალის ხელოვნურ შეტანას ითვალისწინებს.

 

უწყების ინფორმაციით,  განხილული იქნა ჭოროხსა და აჭარის წყალზე ჰესების მშენებლობისას მოპოვებული ინერტული მასალის გამოყენება სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით და ინერტული მასალით პლაჟის მომარაგება, რადგან კაშხლების მშენებლობის პროცესში მდინარე ჭოროხს ზღვაში პრაქტიკულად აღარ ჩააქვს მყარი ინერტული მასალა.

 

მინისტრმა  ბათუმისა და ფოთის ნაპირდაცვის ბაზებიც დაათვალიერა, რომლებიც ამ ეტაპზე რეაბილიტაციას საჭიროებს, ასევე,  ადგილზე გაეცნო ნაპირდაცვის პროექტის მიმდინარეობას, რომელსაც იტალიური კომპანია - „TECHNITAL”-ი ჭოროხის შესართავთან, გამწმენდ ნაგებობასთან და ბათუმის აეროპორტთან ახორციელებს.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics