|
2020-05-27 18:36:27, 1193 ნახვა
კომენტარი
ირმა ნადირაშვილი - არჩევნების პერიოდში, საჯარო მოხელეების რიცხვი გაზრდილია თითქმის ორჯერ
საჯარო მოხელეების რიცხვი გაზრდილია თითქმის ორჯერ იმ საანგარიშო წლებში, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეების რიცხვი იზრდებოდა საარჩევნო წლებში - ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადარეიშვილმა განაცხადა. მან ასევე მიმართა „ქართულ ოცნებას“, რომ ისინი ამ შემთვევაში ადმინისტრაციული რესურსით ვერ გავლენ ფონს და გვექნება ვითარება, როდესაც მათ მიერ დასაქმებული საჯარო მოხელეებიც კი არ მისცემენ ხმას. “საჯარო მოხელეების რიცხვი გაზრდილია თითქმის ორჯერ იმ საანგარიშო წლებში, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეების რიცხვი იზრდებოდა საარჩევნო წლებში, რაც მიუთებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო წლებში მიზანმიმართულად ზრდის საჯარო მოხელეების რიცხვს საკუთარი აქტივისტების, ოჯახის წევრების ხარჯზე, რომ შემდეგ ეს ადამიანები გამოიყენოს არჩევნებზე, როგორც ერთგული არმია, რომელიც მუდმივად „ქართულ ოცნებას“ აძლევენ ხმას. ასეთ ვითარებაში ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან და საჭიროებენ სამსახურს, არ რჩებათ შანსი, რომ დასაქმდნენ საჯარო სექტორში და ეს სექტორი საკუთარი ოჯახის წევრებისთვის აქვს გამოყოფილი „ქართულ ოცნებას“. ალბათ კიდევ უნდა ველოდოთ საჯარო მოხელეების რიცხვის ზრდას ამ თვეებში, იმიტომ, რომ წინ კიდევ ერთი არჩევნები გვაქვს. მე მინდა გავაფრთხილო „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, რომ ამ შემთვევაში ადმინისტრაციული რესურსით ნამდვილად ვერ გავლენ ფონს და გვექნება ვითარება, როდესაც მათ მიერ დასაქმებული საჯარო მოხელეებიც კი არ მისცემენ ხმას,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)