|
2015-08-24 11:39:17, 1240 ნახვა
სხვადასხვა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ლეკვების გაჩუქების აქციას იწყებს
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი ლეკვების გაჩუქების აქცია დაიწყო. როგორც “ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თავშესაფრიდან გასული ლეკვები, უსაფრთხოა, როგორც ადამიანებისთვის, ასევე სხვა ცხოველებისთვის, მათ ჩატარებული აქვთ ლაბორატორიული გამოკვლევები, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია, არიან სრულიად ჯანმრთელი და იდენტიფიცირებული საჭდის სახით. მერიის ინფორმაციით, ლეკვის ჩუქების შემთხვევაში პატრონს ადგილზე გადაეცემა სარეგისტრაციო მოწმობა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ზრუნავს მსგავსი მიზნით მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდეს რაც შეიძლება მეტი ცხოველი,მოხვდნენ გარემოში სადაც მათზე იზრუნებენ და არ აღმოჩნდებიან ისევ ქუჩაში. სააგენტოს მიზანია ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. აქციის მიზანს კი წარმოადგენს უპატრონო ცხოველების რაოდენობის შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ლეკვების გაჩუქება გაიმართება ყოველ კვირას მთაწმინდის პარკში. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს ჩაერთონ ცხოველებზე ზრუნვაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)