16:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-24 13:37:45, 1279 ნახვა

რეგიონი
შუახევში 2 285 ოჯახი სასურსათო კალათს მიიღებს

შუახევის მუნიციპალიტეტში  სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი გრძელდება.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები ბენეფიციარებს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ, მოხალისეებმა და საჯარო მოხელეებმა მიუტანეს.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სასურსათო კალათას ამ ეტაპზე შუახევში მცხოვრები  2 285 ოჯახი მიიღებს.

პირველ ეტაპზე აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან აჭარაში მაცხოვრებელ 10 ათასზე მეტ ოჯახს გადაეცა სურსათო პროდუქტები და მედიკამენტები, მეორე ეტაპზე დამატებით 20 ათასი ოჯახი მიიღებს სარგებელს.

აჭარის მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის მონაწილეობით აჭარაში ჯამში 60 ათასზე მეტი კალათა დარიგდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics