17:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 17:45:10, 1050 ნახვა

რეგიონი
კასპში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ აღაიანში საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო და ცენტრალური გათბობის   სამუშაოების მიმდინარეობა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა,  მისმა მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღაიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქიტესა ხოდელმა ადგილზე მოინახულეს.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში  გამარჯვებულმა შპს „მშენკომპლექსმა“ სამუშაოები  შენობის დაზიანებული ადგილების დემონტაჟით დაიწყო. ამჟამად შენობის სახურავის შეცვლა მიმდინარეობს. პროექტით  შენობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით იქნება აღდგენილი და აღსაზრდელები დღის განმავლობაში  კომფორტულ პირობებში  იქნებიან.

„სოფელში საბავშო ბაღი რამოდენიმე წელი  არ ფუნქციონირებდა. შენობის ნაწილი  6 წლის წინ შეკეთდა და მხოლოდ ერთი  სააღმზრდელო ჯგუფი იქნა აღდგენილი. ბავშვთა კონტიგენტიდან გამომდინარე საჭირო გახდა მთელი შენობის რეაბილიტაცია, რათა საბავშო ბაღი  სოფლის ყველა ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოკამის საბავშო ბაღშიც მიმდინარეობს, ხოლო ახალი ბაღები შენდება სადგურ მეტეხსა და სოფელ გრაკალშიც“,  - აღნიშნა თამაზ ტატანაშვილმა.

აღაიანის საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების  ღირებულება 278  913 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics