19:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 14:50:43, 1164 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე ხელისუფლებას - როცა ევროკავშირიდან სანქციების ხმა გაისმა, მაშინვე გაათავისუფლეთ უგულავა-ოქრუაშვილი, ახლა რურუასაც გაუშვებთ

„ევროპა არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში იყვნენ პოლიტპატიმრები და ქვეყანაში იყოს ავტორიტარული რეჟიმი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საგანგებო სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ როგორც კი ევროკავშირიდან სანქციების ხმა გაიგონა, მაშინვე გაათავისუფლა უგულავა და ოქრუაშვილი, ახლა კი რურუასაც გაუშვებენ.

„ევროპა არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში იყვნენ პოლიტპატიმრები და ქვეყანაში იყოს ავტორიტარული რეჟიმი. ის გაფრთხილება სანქციის შესახებ, რომელიც ევროკავშირიდან გაისმა და თითის დაქნევა ერთი კვირის წინ, რომ არავითარი დახმარება არ შემოვიდოდა საქართველოში, თუკი პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებოდნენ, როგორც იქნა ძალიან კარგად გაიგეთ და მეორე დღესვე გაათავისუფლეთ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, ახლა რურუასაც გაუშვებთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics