19:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 12:20:05, 1236 ნახვა

კომენტარი
ჭიაბერაშვილი - ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს

ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად მან უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებამდე ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.

როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილება ივანიშვილმა ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლიდან გამომდინარე მიიღო.

„ქართული ოცნების“ სპიკერები უბრალოდ მატყუარები არიან და მათი ტყუილი არაერთხელ გვინახავს, თუნდაც განვლილი თვეების განმავლობაში. ახლა კი ზურაბიშვილმა, უბრალოდ დაადასტურა, რომ იმას, თუ რას იტყვის „ქართული ოცნების“ რომელიმე სპიკერი რომელიმე დღეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. თავად ზურაბიშვილი მიუხედავად იმისა, რომ მან რა უნდა განაცხადოს, ძალიან კარგად ვიცით, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული იძულებით, იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რასაც ივანიშვილს უყენებს ქართული საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.  





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics