20:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 10:33:45, 1524 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა - პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე, შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერა

 „სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე, შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი შეხვედრის დროს განისაზღვრება ოპოზიციური სპექტრის შემდეგი ნაბიჯი.

„დღეს ვიკრიბებით ლეიბორისტული პარტიის ოფისში სწორედ იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯებით, თუმცა პრაქტიკულად სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე, შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერა. იმიტომ, რომ 8 მარტის შეთანხება ითვალისწინებდა ორივე კომპონენტს და შესაბამისად, ივანიშვილის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს ორივე კომპონენტი. ამაზე მეტყველებს ის განცხადებები, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაკეთდა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებისთვის კვლავ იკრიბებიან ლეიბორისტული პარტიის ოფისში. შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics