03:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 16:24:06, 679 ნახვა

ეკონომიკა
შს მინისტრი აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მენეჯმენტს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველს საზღვაო საკითხებში მაიკლ გარვის და ამავე პროგრამის ხელმძღვანელ მონიკა დორადოს შეხვდა.
შეხვედრაზე ამერიკული მხარის მიერ დაფინანსებული განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს, ხაზი გაესვა აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა სუფსის საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის, როგორც უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმის, უნიკალურ შესაძლებლობებზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სწავლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებზე, რომლის ფარგლებშიც, ამერიკასა და საქართველოში ყოველწლიურად შსს-ს ათეულებით თანამშრომელი გადის მომზადებას.
მინისტრმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics