20:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 12:15:08, 1318 ნახვა

კომენტარი
კახიძე ელჩის გამოწვევაზე - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ბოღმას

„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ბოღმას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთი აქაური პარტიის საქმე არაა ვის დანიშნავს და რა თანამდებობაზე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო.

„უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო აბსურდული და სამარცხვინო წარმოჩინდა „ქართული ოცნების“ ისტერიკა ამ დანიშვნასთან დაკავშირებით. ზოგადად არც ერთი აქაური პარტიის საქმე არაა ვის დანიშნავს და რა თანამდებობაზე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, უკრაინა. მე მინდა ჩვენს მეგობარ ქვეყანას ვუსურვო წარმატება როგორც რეფორმების გზაზე, ისე ევროატლანტიკური ურთიერთობების გზაზე, ხოლო „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ბოღმას“, - განაცხადა ოთარ ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics