15:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 11:09:08, 491 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი ცხადდება

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად 96 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.  
კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები შტატგარეშე მოსამსახურეების პოზიციებზე, პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სამსახურის მონაცემთა არქივირების განყოფილებაში, სამისამართო და არქივის სამსახურებში დასაქმდებიან. მათი ფუნქცია საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება: ანალიზი, აღრიცხვა, ციფრულ ფორმატში გადატანა იქნება. დასაქმებულები ანაზღაურების სახით  500 ლარს მიიღებენ.
კონკურსის მთავარი მოთხოვნა უმაღლესი განათლებაა და იგი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება − IQ და სამართლის ტესტების შემდეგ შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან. ვაკანსიების მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.hr.gov.ge. 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასაქმების მსურველებს ხშირად აძლევს სამუშაო გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას, ქმნის მათთვის ჯანსაღ კონკურენციას და უზრუნველყოფს ორგანიზაციაში დასაქმების ხელმისაწვდომობას. პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით სააგენტო დასაქმებულებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს უქმნის.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამჟამად 1300 ადამიანია დასაქმებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics