18:17 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 19:58:46, 15033 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი კორონავირუსით დაავადდა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუდადი, ლეონიდ კალაშნიკოვი კოვიდ-19-ით დაავადდა - ამის შესახებ, დეპუტატმა "ინტერფაქსს" განუცხადა.

"დიახ მე ვიმყოფები საავადმყოფოში და კორონავირუსზე ვმკურნალობ. ჩემი მდგომარეობა არც თუ ისე კარგია", - განაცხადა კალაშნიკოვმა. 

მან აღნიშნა, რომ  მაღალი ტემპერატურა აქვს, მაგრამ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას არ საჭიროებს. მისი თქმით, იგი ერთ კვირაზე მეტია ინფიცირებულია, თუმცა ჰოსპიტალიზაციამდე იგი კარანტინში იმყოფებოდა.  

"თავიდან ჩემი მძღოლი დაავადდა, მე მისგან დავინფიცირდი", - ყვება კალაშნიკოვი.

ამავე სააგენტოს წყარო გვაცნობებს, რომ ყველა ვინც დეპუტატთან ახლო კონტაქტშ იმყოფებოდა საკარანტინე ზონაშია გადაყვანილი. ისინი ასევე იუწყებიან, რომ ყველა ზომა მიღებულია, შენობას რომელშიც კალაშNიკოვი მუშაობდა დეზიფნექცია ჩაუტარდა.

25 აპრილის მონაცემებით, რუსეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 74,5 ათასს შეადგენს. ბოლო 24 საათშ კი ეს რიცხვი 5966-ით გაიზარდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics