18:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 17:34:50, 486 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კახიშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების  სფეროში სასჯელაღსრულების სექტორის განვითარების ორწლიან პროგრამას. მხარეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე ცვლილებებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ასევე  INL - ის წარმოამდგენლობასთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენ  სისტემაში ძალიან ბევრ პროგრესს მივაღწიეთ. შეხვედრაზე განვიხილეთ კონკრეტულად ის პროექტები, რომელიც დაწყებულია და ამავდროულად, ვისაუბრეთ  სხვა ახალ პროექტეებზე, რომელიც სისტემის განვითარებას შეუწყობს  ხელს”, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას ფინანსური დახმარება გამოუყო, რომლის ფარგლებში,  საქართველოს პენიტენციურ სისტემაში თანამედროვე სტანდარტების განვითარების მიზნით, სისტემის თანამშრომელთა გადამზადება ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics