|
2020-04-10 17:17:27, 1254 ნახვა
კომენტარი
აშშ-ს ელჩი საქართველოში - კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს
„კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს“ , - აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ელჩს, ქვეყანაში და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მრუდი არის სტაბილური, რასაც ხელი შეუწყო გავრცელების პირველივე ეტაპზე გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა. „მინისტრთან ძალიან სასარგებლო დიალოგი შედგა. რა თქმა უნდა აშშ-ს საელჩო თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე ვითარებას. განვიხილეთ, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს. მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების მრუდი არის სტაბილური, ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას შეაჩეროს ინფექციის გავრცელება და თავიდან იქნას აცილებული ისეთი პიკი, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის რთული იქნება. მთავრობამ ძალიან კარგი სამუშაოები გაატარა, არა მარტო უშუალოდ ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრით, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. მინდა ავღნიშნო, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში მიჰყვება და ითვალისწინებს შესაბამის რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა, ხელების რეგულარულად დაბანა და სოციალური დისტანცირება. სწორედ მსგავსი ქცევა ახდენს დიდ გავლენას ვირუსის გავრცელებაზე და ეხმარება საქართველოს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იყოს ასეთი მცირე. მოსაწონი და მისასალმებელია საქათველოს მთავრობის, ჯანდაცვის მინისტრისა და სხვა სამინისტროების, პრემიერ მინისტრის, პრეზიდენტის მიერ გატარებული ის შესანიშნავი სამუშაოები, რასაც ამ რეალურად საგანგებო სიტუაციაში აკეთებენ“, - განაცხადა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)