17:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 14:39:53, 1410 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი - გადავწყვიტე სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3 გადავრიცხო

 მომდევნო სამი თვის განმავლობაში საკუთარი ხელფასის 1/3-ს კორონავირუსის ბრძოლის ფონდში გადარიცხავს - ამის შესახებ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმაა, დავით  შერაზადიშვილმა განაცხადა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი უერთდებიან „ქართული ოცნების“ ინიციატივას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.

„ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას, მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიებას დროულად ახორციელებს, აუცილებელია საჯარო მოხალეებმა მოქალაქეთა მიმართ სოლიდარობა გამოვიჩინოთ, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ინიციატივას შევუერთდე და სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3 გადავრიცხო. ვფიქრობ, ამ გამოწვევას ჩვენ უმოკლეს დროში ერთად დგომითა და გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით აუცილებლად გავუმკლავდებით“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics