18:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 16:42:50, 371 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში მედიაპლურალიზმი უზრუნველყოს

ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეს გამოეხმაურა.

მიატოვიჩის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საკუთრებასთან დაკავშირებულმა გადაჭარბებულმა სასამართლო ზომებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თავისუფალ მედიასა და მედიაპლურალიზმს.

"სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს "რუსთავი 2"-ის თავისუფლად მუშაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის არაპროპორციული, გადაჭარბებული და შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს საქართველოში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში მედიაპლურალიზმი", - აღნიშნა მიატოვიჩმა.

დუნია მიატოვიჩის განცხადება ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“–ის ქონება სრულად დააყადაღებულია. სასამართლომ გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics