17:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 20:08:03, 1566 ნახვა

რეგიონი
სოციალური კამპანიები შუახევის მუნიციპალიტეტში გრძელდება

ვაგრძელებთ იმ ადამიანების დახმარებას, რომლებსაც ჩვენი გვერდში დგომა ძალიან სჭირდება ამ რთულ პერიოდში.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქციაში შუახევის მკვიდრი მამუკა აბუსელიძე ჩაერთო და მუნიციპალიტეტს პირველადი საჭიროების სურსათი გადასცა.

 სურსათი, სოფელ ლაკლაკეთში შეჭირვებულ ოჯახებს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს წევრებთან და მამუკა აბუსელიძესთან ერთად გადასცა.

,, დასაფასებელია კერძო სექტორის მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა არსებულ სიტუაციაში, რისთვისაც ჩვენი გუნდის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. მსგავსი საქველმოქმედი აქციები მომავალშიც გაგრძელდება და მაქსიმალურად შევეცდებით, შევუმსუბუქოთ უმწეო ოჯახებს დღევანდელი ყოფა. “- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics