18:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-05 11:02:49, 2696 ნახვა

რეგიონი
თავდაცვის ძალები ზუგდიდში შვიდ პუნქტს აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა ქ. ზუგდიდში შვიდ საკონტროლო გამშვებ პუნქტს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს. ბრიგადის პირადი შემადგენლობა ქალაქში შემავალი და გამომავალი ყველა სატრანსპორტო საშუალების კონტროლსა და სპეციალურად მოწყობილ ადგილას სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.

სამხედრო სამედიცინო ჯგუფის მიერ კი, საგუშაგოებზე მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან კოორდინაციით შეტყობინებას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრში აგზავნიან. ამის შემდეგ კი, მოქალაქე შესაბამის სამედიცინო ცენტრში გადაჰყავთ. 


დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ სულ 25 გადაადგილების კონტროლისა და გადაადგილების შეზღუდვის პუნქტია მოწყობილი. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მხარდაჭერის მიზნით აკონტროლებენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics