18:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-04 13:07:47, 1850 ნახვა

რეგიონი
ქუთაისის საველე სამედიცინო პუნქტებში მონიტორინგი ჩატარდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საგუშაგოებთან საველე სამედიცინო პუნქტების მონიტორინგი მიმდინარეობს.

დღეს დილიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მთავარმა სამხედრო ექიმმა საველე სამედიცინო პუნქტები შეამოწმეს. ისინი ადგილზე დააკვირდნენ, თუ რამდენად დაცულია სამედიცინო უსაფრთხოების ნორმები საველე პუნქტებში და როგორ მიმდინარეობს სამხედრო ექიმების მიერ მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

იმერეთის რეგიონში თავდაცვის ძალების მიერ 9 საკონტროლო-გამშვები პუნქტია მოწყობილი. თითოეულ საგუშაგოზე 3-კაციანი სამედიცინო ჯგუფია მობილიზებული, რომელიც სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. სამხედრო ექიმები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის თერმოსკრინინგს უტარებენ და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქე საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ. პუნქტში ექიმი ხელმეორედ სინჯავს მოქალაქეს, სიმპტომების შესახებ ინფორმაციას ამუშავებს, ეძიება მის კონტაქტებს და მაღალი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდის.

სამხედრო ექიმები სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში 24-საათიან რეჟიმში, როტაციის წესით, ახორციელებენ. დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ თექვსმეტივე ძირითად საგუშაგოსთან არსებულ საველე სამედიცინო პუნქტთან მობილიზებულია ე.წ. ამბულანსიც, რომელიც როგორც სამოქალაქო პირების, ისე სამხედროების გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყენება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics