|
2020-04-03 17:31:52, 1999 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი: ე.წ. „ციხის ბუნტის" საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სამართლიანობა უკვე საერთაშორისო დონეზეც აღდგა
„როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იყო მავნებლური ხელისუფლება, რომელიც ერჩოდა თავის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში, მათ სიცოცხლის უფლებასაც კი ულახავდა, დადასტურებულია უკვე არაერთგზის - მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა. რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. „ციხის ბუნტთან" დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ჩვენ ვნახეთ შეფასებები, რომ არა მხოლოდ წამებას, არა მხოლოდ ძალის გადამეტებას, არამედ სიცოცხლის ხელყოფასა და დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების არ აღმოჩენასაც ჰქონდა ადგილი. ეს არის უმძიმესი დასკვნა მათთვის. რასაკვირველია, ამ ნაწილშიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო დონეზეც აღდგა სამართლიანობა. რაც შეეხება პასუხისმგებელ პირებს, ვფიქრობ, რომ იმ ძალას, რომელიც ასე ერჩოდა და ძალადობდა საკუთარ მოსახლეობაზე, საერთოდ არ აქვს პოლიტიკაში ადგილი",- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)