|
2020-04-03 13:44:02, 4027 ნახვა
ომი უკრაინაში
ცქიტიშვილი - თუ კონკრეტულ შემთხვევაში დავინახავთ ზომების გამკაცრების აუცილებლობას, გამკაცრების ზომებს განვიხილავთ
რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქალაქ რუსთავის საკარანტინე ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით, მთავრობაში მსჯელობა არ ყოფილა. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს. „კონკრეტულად რუსთავთან დაკავშირებით მე დღეს ვერ გაგცემთ პასუხს, ამ ეტაპზე ეს მსჯელობა არ ყოფილა დღეს. თუმცა, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა შეიცვლება, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებლობას დამატებითი ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გამკაცრების ზომებს განვიხილავთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსთავთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ, არ დაგიდასტურებთ ასეთ მსჯელობას, თუმცა, არ არის გამორიცხული, არც რუსთავში, არც თბილისში, არც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ჩვენ შესაძლოა, დაგვჭირდეს დამატებითი ზომების მიღება. თუმცა, დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით მთავარი არის, რომ ჩვენ დავიცვათ უკვე დაწესებული შეზღუდვები, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია. მხოლოდ ამ რეკომენდაციების და შეზღუდვის დაცვის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ შეზღუდვების არსებული დონე. თუ სამწუხაროდ, ეს რეგულაციები არ იქნება დაცული ზედმიწევნით, თუ მოქალაქეები არ მოგვყვებიან ამ ვალდებულებების შესრულებაში, ან თუ ჩვენ გვექნება ცალკეულ კლასტერში, ცალკეულ რეგიონში, ცალკეულ დაწესებულებაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება, ისევ და ისევ ჯანდაცვის ექსპერტების მითითებით ჩვენ შესაძლოა, დაგვჭირდეს ზომების გამკაცრება ცალკეულ ვიწრო კონკრეტულ შემთხვევაშიც, ან მთელი ქვეყნის მასშტაბით თუ ამის აუცილებლობა დადგება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)