|
2020-04-02 19:49:45, 1170 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე: ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ ჩავერთოთ საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში
ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის გადარიცხვა, არამედ უშუალოდ ჩავერთოთ საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ბევრი ექიმია და მათ შორის ისიც და თუკი საჭირო იქნება, ხუნდაძე კოლეგებთან ერთად გადავა უშუალოდ წინა ხაზზე. „ჩვენ პარლამენტში კიდევ გვაქვს ინიციატივები. საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ბევრი ექიმია და მეც მათ შორის. ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის ფონდში გადარიცხვა, არამედ თვითონ ჩავერთოთ, უშუალოდ, საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში პაციენტებთან. გვაქვს ამის გამოცდილება და თუკი საჭირო იქნება, მე ჩემს კოლეგებთან ერთად გადავალ უშუალოდ წინა ხაზზე", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)