18:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 15:06:21, 1597 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ინფრასტრუქტურული, საგზაო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

აჭარაში ინფრასტრუქტურული, საგზაო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ე.წ. ოცნების ქალაქის სამშენებლო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის საძირკვლის არმირება ხორციელდება. სამუშაოებში დაახლოებით 70 ადამიანია დასაქმებული.

მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.

თორნიკე რიჟვაძე პროექტის მიმდინარეობით და პანდემიის ფონზე დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა.

„აჭარაში ე.წ. ოცნების ქალაქის, საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების მშენებლობა გრძელდება. მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები. არსებული პროექტები მნიშვნელოვანია აქ დასაქმებულებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. პანდემიასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნება გატარებული ყველა პრევენციული ზომა, ამავე დროს გაგრძელდება რეგიონში მიმდინარე პროექტები. ყველა ერთად შევძლებთ გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან", – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics