|
2015-08-07 18:04:56, 674 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები „რუსთავი 2“-ზე: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. მათივე განმარტებით, ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით „იდევ უფრო მყარდება. „ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოში ყველაზე რეიტინგული, კერძო ტელეკომპანიის სრულფასოვან ფუქნციონირებას. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე დააყადაღა ტელეკომპანიის ქონების ნაწილი. ამ დრომდე კომპანიის თანამესაკუთრეობაზე და მოსალოდნელ სამართლებრივ დავაზე არაერთ პირს განუცხადებია, მათ შორის არა მხოლოდ ტელეკომპანიასთან უშუალოდ დაკავშირებულ, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო კრიტიკის საგანი. ამ ფონზე, უშუალოდ კომპანიის მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე ქმედებები პირველად განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავას აქვს კერძო სამართლებრივი ხასიათი, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება. საქართველოში მედიის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარებისათვის აუცილებელია, ამ ეჭვის გაქარწყლება, რისთვისაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და ტელეკომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. მოვლენების ასეთი განვითარება განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება, აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა დროსაც სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნვესაყოფად პლურალიზმს და მოსაზრებათა მრავალფეროვნებას დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ და ყურადღებით დააკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ მოვლენების განვითარებას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: მედიის განვითარების ფონდი - MDF; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI; საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS; ტოლერანტობისა და მარავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)