|
2015-01-26 15:22:43, 2035 ნახვა
ეკონომიკა
ლარის კურსის ცვლილების მიუხედავად, პსპ-ში მედიკამენტების ღირებულება არ გაიზრდება
ლარის კურსის ცვლილების მიუხედავად, პსპ-ს სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებზე ფასები არ გაიზრდება, - ამის შესახებ პსპ-ს განცხადებაშია აღნიშნული. „ბოლო დროს, ლარის კურსის ცვლილების გამო, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მედიკამენტების ღირებულების სავარაუდო გაზრდაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვითვალისწინებთ რა მოსახლეობის მაღალ ინტერეს აღნიშნული საკითხზე, გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენს სააფთიაქო ქსელში მედიკამენტების ღირებულება არ გაზრდილა და არც გაიზრდება მომავალში. აღნიშნული განცხადების გაკეთების საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ ქვეყანაში იმპორტირებული მედიკამენტების უდიდესი ნაწილი შემოდის ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ევროში ანგარიშსწორებით. ლარის კურსი ევროს მიმართ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც განაპირობებს მედიკამენტებზე არსებული ფასების შენარჩუნებას. აქვე ავღნიშნავთ, რომ ჩვენი კომპანიის სისტემატური და დიდი ძალისხმევის შედეგად, აშშ დოლარზე შესასყიდი მედიკამენტების მწარმეობლებთან მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმებები მედიკამენტების ფასების შენარჩუნებაზე, ამიტომაც ბოლო დროს განხორციელებული ლარის კურსის ცვლილება უარყოფითად არ ასახულა ჩვენს ქსელში არსებულ ფასებზე. პსპ მომავალშიც ეცდება საკუთარ მომხმარებელს შესთავაზოს ყველაზე მაღალი ხარისხის მედიკამენტები ყველაზე დაბალ ფასად“, - ნათქვამია პსპ-ს განცხადებაში.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)