|
2015-08-06 12:56:23, 458 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: პირადად მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიუერთდეს
მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველო მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ჩვენ ამ პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო გასულ წელს ევროკავშირისა და მსოფლიოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული 15 სანქციიდან მხოლოდ ერთს მიუერთდა, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვას შეეხებოდა. „ჩვენ იმავე მდგომარეობაში ვიმყოფებით და პრობლემა გვაქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ამავეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან, რომ დაუწესონ სანქციები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებულ პროდუქციას. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სხვა სანქციებზე გასულ წელს მთავრობამ იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ, შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ძალიან უფრთხილდება იმ მონაპოვარს, მიღწეულ შედეგს, რომელიც რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის კუთხით არსებობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მესამე წელია, დიალოგი მიმდინარეობს და სავაწრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინსვლა არსებობს. „წლების წინ, სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი იყო ყოველგვარი დიალოგი და ჩვენს პროდუქციაზე დაწესებული იყო ემბარგო. ჩვენ კონსტრუქციული, პრაგმატული პოლიტიკით და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით რუსეთის ბაზრის ხელახლა გახსნა შევძელით და ამას ვაფასებთ. ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რადგან არავითარი სიახლე სანქციებზე მიერთებაში არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად აგორებულს ჰგავს და ეჭვი არ მერპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ჩვენი ინტერესი არის რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა, ნდობის აღდგენის პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო. რა თქმა უნდა, ჩვენს ურთერთობებში მთავარ პრობლემად რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ დანარჩენ საკითხებში ჩვენ მივყვებით თანმიმდევრულად და გვაქვს აბსოლუტურად კეთლმეზობლური ურთიერთობები და მიდგომები“, - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად აკონტროლებს ღვინისა და ყველა პროდუქციის ხარისხს, რომელიც რუსეთის ბაზარზე გადის და თუ იარსებებს კითხვები, მათ პასუხი გაეცემა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)